The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა დობორჯგინიძე

შალვა დობორჯგინიძე
დაბადების თარიღი:3 სექტემბერი, 1903
გარდაცვ. თარიღი:1987  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯუმათი, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტი 1925 წელს.

1926-1929წწ. მუშაობდა აბასთუმნის სანატორიუმისა და 1929-1932წწ. საქართველოს მთავრობის სახლის მშენებლობაზე; 1932-1933წწ. ხელმძღვანელობდა სამშენებლო სამმართველო "წყალტუბმშენს"; 1934-1941წწ. სპორტსაზოგადოება "დინამოს" სტადიონის მშენებლობას; იყო მისი მთავარი ინჟინეერი და მისი ხელმძღვანელობით პირველად ამ მშენებლობაზე დაინერგა მსუბუქი ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციები, ბრტყელი გადახურვები, ხელოვნური ქვები ქართული ორნამენტებით და ა.შ.; 1933-1934წწ. სათავეში ედგა საქართველოს კომპარტიის მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ("იმელის") შენობის მშენებლობას; 1941-1944წწ. მონაწილეობდა ამიერკავკასიის ფრონტის აეროდრომების მშენებლობაში; 1947-1985წწ. ლექციებს კითხულობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; იყო ინსტიტუტის სამშენებლო წარმოების ორგანიზაციის კათედრის პროფესორი, სამშენებლო-სატრანსპორტო ფაკულტეტის (დაუსწრებელი სწავლების) დეკანი; სახელმწიფო ჯილდოების მფლობელი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.201

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: