შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალიკო დოლიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო-სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1960 წელს; 1962-1965წწ. სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმოლომედეგობის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1960 წელს დაიწყო მუშაობა თბილისის ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1977 წლამდე მუშაობდა ამავე ინსტიტუტში წინასწარ დაძაბული რკინაბეტონის კონსტრუქციების განყოფილების გამგედ, შეთავსებით მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სხვადასხვა კათედრაზე პედაგოგად; 1977 წელს გადაიყვანეს საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებულ სახალხო კონტროლის კომიტეტის განყოფილების გამგის მოადგილედ; 1986 წლიდან - საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილედ მშენებლობისა და ფინანსების დარგში; აქტიურად მონაწილეობდა ხელოვნების მუზეუმის ახალი კორპუსისა და სიმფონიური ორკესტრის საკონცერტო დარბაზის მშენებლობის, თბილისის სამხატვრო გალერეის, შოთა რუსთაველისა და ს. ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრების, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრისა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების რეკონსტრუქციის სამუშაოებში; 1993 წლიდან მუშაობდა საქართველოს სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დირექტორის მოადგილედ; 1969 წელს დაიცვა დისერტაცია ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.201 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |