Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი დოლიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სამება, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1948 წელს. 1949-1957წწ. მუშაობა დაიწყო ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სამშენებლო სამმართველოში ოსტატად; იყო საწარმოო განყოფილების უფროსი, სამუშაოთა მწარმოებელი, სამმართველოს უფროსი; 1957-1964წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N5 სამშენებლო ტრესტის N3 და N2 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოების უფროსი; 1964-1976წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტის საწარმოო განყოფილების უფროსად, საწარმოო კომბინატის მთავარ ინჟინრად, საგარეჯოს N3 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსად, გურჯაანის N4 სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილედ, გამარჯვების მეფრინველეობის კომპლექსის მშენებლობის უფროსად; 1976-1982წწ. იყო საპროექტო ინსტიტუტ "საქსახსოფლპროექტის" განყოფილებისა და ტრესტ "სპორტრემმშენის" სამშენებლო სამმართველოს უფროსი; 1982-1992წწ. მუშაობდა გაერთიანება "საქწყალექსპლუატაციის" მექანიზაციის ტრესტის მმართველის მოადგილედ, საგარეჯოს რკინაბეტონის ქარხნის დირექტორად; იყო სამშენებლო გაერთიანება "სპეცინტურისტმშენის" ტრესტის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსი, ტრესტის მმართველის მოადგილე; 1992 წლიდან მუშაობდა ამავე ტრესტის მთავარ ინჟინრად; დაჯილდოებული იყო სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოთი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.202; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.163 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |