The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი დოლიძე

გივი დოლიძე
Date of birth:10 July, 1927
Date of death:2005  (at 77 years)
Category:Architect, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, არქიტექტურის სპეციალობით 1949 წელს.

1949 წელს მუშაობა დაიწყო სსრკ ვაჭრობის სამინისტროს სარეკლამო გაერთიანება "ვაჭრობრეკლამის" თბილისის კომბინატის ინჟინერ-არქიტექტორად; შემდეგ მუშაობდა საქართველოს განათლების სამინისტროს ქ. თბილისის განათლების განყოფილების უფროს ინჟინრად; 1950 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში, სავალდებულო სამხედრო სამსახურში, სადაც მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს სარკინიგზო ჯარების N29420 სამხედრო ნაწილში ოფიცრად 1953 წლის ბოლომდე; 1954 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს საპროექტო ინსტიტუტ "საქსახწყალპროექტის" სამოქალაქო გეგმარების ჯგუფში ინჟინერ-არქიტექტორად; მუშაობდა უფროს ინჟინრად, მთავარ სპეციალისტად, სამოქალაქო და სამრეწველო პროექტირების სექტორის უფროსად, იმავე სახელწოდების განყოფილების უფროსად; 1973 წელს გადაიყვანეს საქართველოს მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველობის უფროს რეფერენტად; 1979 წელს დაინიშნა საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის მინისტრის მოადგილედ; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დაპროექტდა საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის მრავალი სამოქალაქო და სამრეწველო დანიშნულების ობიექტი; იყო ავტორი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პანსიონატ-პროფილაქტორიუმის შენობის პროექტისა (ქ. გაგრის ზონაში); დიდი ღვაწლი აქვს შეტანილი საქართველოს კომუნალური მეურნეობის საწარმოო-ინდუსტრიული ბაზისა და ინფრასტრუქტურის განყოფილებაში; მიღებული ჰქონდა სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდო.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.202

Member of Organizations

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი

Share: