Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ დოლიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი საავტომობილო გზების და აეროპორტების მშენებლობის სპეციალობით 1970 წელს. 1966-1987წწ. მუშაობდა საავტომობილო გზების სახელმწიფო საძიებო-საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზდორპროექტის" თბილისის ფილიალში ტექნიკოსად, ინჟინერ გეოდეზისტად, საძიებო პარტიის უფროსად, პროექტის მთავარ ინჟინრად; 1979-1980წწ. ტექნიკური დახმარების მიზნით მივლინებული იყო სირიის რესპუბლიკაში რკინიოგზების მშენებლობაზე ჯგუფის უფროსად; 1988-1993წწ. მუშაობდა საპროექტო-სამშენებლო კოოპერატივ "საქგზამშენის" მთავარ ინჟინრად; 1996 წლიდან - შპს "თბილისის" დირექტორად; 2006-2008წწ. - შპს "ტრანსპროექტის" მთავარ ინჟინრად; 2008-2009წწ. იყო შპს "ასტანადორპროექტის" მთავარი ინჟინერი; 2009-2010წწ. შპს "მეგზევე-7"-ის დამფუძნებელი და მთავარი ინჟინერი; 2010 წლიდან დღემდე არის შპს "თბილისის" რექტორი; მონაწილეობდა შემდეგი პროექტების შემუშავებაში: ქ. რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩქაროსნული ავტოდრომის რეკონსტრუქცია (პროექტის მთავარი ინჟინერი), კოპიტნარის აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკების, თვითმფრინავების გასაჩერებელი მოედნისა და ხელოვნური ნაგებობების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია (პროექტის მთავარი ინჟინერი). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.203-204
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |