Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სულიკო დოლიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1969 წელს. 1968-1969წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს საგარეჯოს N3 მოძრავ-მექანიზებული კოლონის მშენებელ ოსტატად; 1969-1971წწ. დუშეთის სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად; 1971-1974წწ. N29 მოძრავ-მექანიზებული კოლონის სამუშაოთა მწარმოებლად; 1982-1983წწ. მარნეულის სახლსაშენი კომბინატის უბნის უფროსად; 1983-1985წწ. საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "კვებმშენის" სამუშაოთა მწარმოებლად; 1985-1987წწ. მცხეთის სამშენებლო სამმართველო "კოლმშენის" მთავარ ინჟინრად; 1987-1999წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტის ლენინგორის N20 სპეციალიზებული მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსი; 1999-2007წწ. შპს "ელრიოს" დირექტორის მოადგილე; მონაწილეობდა არაერთი მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო და სოციალურ-კულტურული დანიშნულების ობიექტის, მათ შორის: გამარჯვების მეფრინველეობის ფაბრიკის, აჭარიდან ჩამოსახლებულთათვის წითელწყაროს რაიონის სოფ. სამთაწყაროში საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.204
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |