The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯონი დოლიძე

ჯონი დოლიძე
დაბადების თარიღი:30 მაისი, 1937  (87 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1960 წელს.

1960 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზდორპროექტის" თბილისის ფილიალში ინჟინრად; 1965-1978წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტში ინჟინრად, უფროს ინჟინრად და წამყვანი ინჟინრის თანამდებობაზე; 1978 წლიდან გადავიდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს გზათა სამეცნიერო-კვლევით და საწარმოო-ტექნოლოგიურრ ინსტიტუტში ("საქგზამეცნიერება") ხელოვნური ნაგებობების განყოფილების უფროსად; 1986 წელს დაინიშნა ზემოთ აღნიშნული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გენერალური დირექტორის მოადგილედ. ერევნის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოზე დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი 1978 წელს.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.204


გააზიარე: