Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რაჟდენ ხუციშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კახი, აზერბაიჯანის რესპუბლიკა. სწავლობდა ნოვოროსიის უნივერსიტეტში (ოდესა) 1908-1912 წლებში; დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტი 1912 წელს. 1918-1920 წწ. იყო თბილისის ფიზიკის ობსერვატორიის მაგნიტური განყოფილების გამგე. 1920-1923 წწ. საპროფესორო პრაქტიკის გასავლელად მიავლინეს ბერლინში, სადაც მოუსმინა კურსს და საგნები ჩააბარა ა. აინშტაინს, მ. პლანკს, მ. ლაუეს, ვ. ნერნსტს, ე. ვარბურგსა და სხვა. 1923-1925 წწ. მუშაობდა თბილისის გეოფიზიკის ობსერვატორიაში, 1924 წლიდან მუშაობდა დირექტორად და კითხულობდა ფიზიკის კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1927-1928 წლებში იყო ლენინგრადში მთავარი გეოფიზიკის ობსერვატორიის მაგნიტური განყოფილების გამგე, 1928-1931 წწ. ამ ობსერვატორიასთან დაარსებული დედამიწის მაგნეტიზმისა და ატმოსფერული ელექტრობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. ხელმძღვანელობდა მაგნიტოლოგთა კადრების მომზადებას II საერთაშორისო პოლარული წლისთვის და მაგნიტური ობსერვატორიების ორგანიზაციას ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში (ფრანც-იოსების მიწა), რუდოლფის კუნძულსა და ახალი მიწის კუნძულებზე. 1931 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1932-1933 წწ. იყო თეორული ფიზიკის კათედრის გამგე. გეოფიზიკოსი, პროფესორი (1932). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.521
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |