შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გედეონ I![]()
ბიოგრაფიაგედეონ I გენათელი(ლორთქიფანიძე) იყო გელათის ეპისკოპოსი მიტროპოლიტის წოდებით 1660-1682, დაახლოებით 1660-1664 წწ. იყო ნიკორწმინდის ეპისკოპოსიც. გედეონ I-მა შეძლო ოსმალთა ბატონობის შედეგად დაკნინებული გელათის საეპისკოპოსოს მეურნეობის ნაწილობრივ აღდგენა, გელათს შეუძინა თავისუფალი მიწები და იქ გლეხები დაასახლა, 1668 წელს მდინარე ჭიშურაზე ააგო ხიდი. შეუდგა მეორე ხიდის აგებას მდინარე წყალწითელაზე მაგრამ ვერ დაამთავრა. 1669 წელს გედეონ I ბაგრატ IV-მ ელჩად გაგზავნა რუსეთში მეფე ალექსი მიხეილის ძესთან. მოსკოვში გედეონ I-ს, როგორც ბაგრატ IV-ის პოლიტიკის დამცველს, დაუპირისპირდა ტახტის მოცილე დარეჯან დედოფლის მომხრე ქართველი ბატონიშვილი ნიკოლოზი (შემდგომში ერეკლე I), რომელმაც შეძლო გედეონ I-ის პიროვნების კომპრომეტირება რუსეთის მეფის თვალში. 1672 წლის დეკემბერში გედეონ I კირილეს მონასტერში გადაასახლეს, საიდანაც 1676 წლის სექტემბერში დასავლეთ საქართველოში დაბრუნდა. გედეონ I-ის მწიგნობრული მოღვაწეობიდან შემონახულია მხოლოდ ერთი ხელნაწერი სახარება-სამოციქულო, რომელიც მისი დაკვეთით გადაუწერიათ (ხელნაწერთა აღწერილობა, H-895). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997. გვ.575
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |