The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გედეონ II

ოფიციალური სახელი:გედეონ ჩხეიძე
დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:17??
კატეგორია:დიდგვაროვანი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

გედეონ II გენათელი (ჩხეიძე) იყო გელათის ეპისკოპოსი მიტროპოლიტის წოდებით 1717-1733 წწ. რაჭის ერისთავის პაპუნა II-ძე. მონაწილეობდა შინაფეოდალურ ომებში - გამოდიოდა იმერეთის მეფის ალექსანდრე V-ის წინააღმდეგ და მხარს უჭერდა თავის ძმას შოშიტა III რაჭის ერისთავს. დაახლოებით 1733 წელს ალექსანდრე V-მ თავის მხარეზე გადაიბირა და ბარში საერისთავო მამული უბოძა. გედეონ II-მ თავი დაანება მღვდელმთავრობას და ამის შემდეგ ბარის ერისთავად იწოდებოდა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997. გვ.576


გააზიარე: