Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქამილ ტაკიძე![]()
Biographyოცდაოთხი წლის იყო, როცა მეხუთე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ქობულეთის რაიონის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი გამოიყვანა და ყურადღება მიიქცია სიმღერების კარგი შესრულებით. აჭარის განათლების კომისარიატმა იგი მიავლინა ბათუმის სახელმწიფო კაპელაში, რომელსაც მელიტონ კუხიანიძე თორმეტი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. აქ მან ბევრი რამ ისწავლა, ხოლო კაპელის არსებობის ბოლო წლებში ხალხური სიმღერების ჯგუფის ხელმძღვანელად დაინიშნა. იგი მეექვსე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზეც კარგი მაჩვენებლებით წარდგა. სამამულო ომის დროს სხვადასხვა სამსახურებრივ დავალებებს ასრულებდა, დროდადრო კონცერტებსაც მართავდა. მერე ისევ ქობულეთის რაიკულტსახლს დაუბრუნდა და იქ განაგრძო მუშაობა. თბილისში აჭარის ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე მან ქობულეთის გუნდი კიდევ ერთხელ გააბრწყინა. მაშინ საქართველოს რადიომ რამდენიმე სიმღერა ჩაიწერა. მან საზოგადოებრივი მოღვაწის თვისებები არაერთხელ გამოავლინა. დიდად შეუწყო ხელი და მრავალი ხალხური სიმღერა ჩააწერინა. კონსერვატორიის ექსპედიციას, რომელსაც ვლადიმერ ახობაძე ხელმძღვანელობდა. მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა ქობულეთის კულტსახლის "შვიდკაცა". დაჯილდოებული იყო ქების მრავალი სიგელით და საქართველოს ახალგაზრდობის I ფესტივალის პირველი ხარისხის დიპლომით. ხალხური სიმღერების შემსრულებელი, ლოტბარი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.183
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |