Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მელორ სტურუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი 1949 წელს. 1950 წლიდან დაიწყო მუშაობა გაზეთ "იზვესტიაში", ჯერ ლიტ. მუშაკად, ხოლო შემდეგ საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების რედაქტორის მოადგილედ; 1964-1968წწ. და 1972-1977წწ. იყო გაზეთ "იზვესტიის" საკუთარი კორესპონდენტი ინგლისში; 1968-1972წწ. - აშშ-ში; 1977-1982წწ. მუშაობდა გაზეთ "იზვესტიის" საკორესპონდენტო პუნქტის გამგედ აშშ-ში; 1982 წლიდან იყო გაზეთ "იზვესტიის" საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების რედაქტორი და სარედაქციო კოლეგიის წევრი; 1989-1990წწ. მუშაობდა აშშ-ის კარნეგის ფონდის თანამშრომლად საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით; 1990-1991წწ. იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ კენედის სახელობის სახელმწიფოს მმართველობის სკოლის თანამშრომელი; 1991 წლიდან - მინესოტის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის მეცნიერ მუშაკი, პროფესორი; ა. ტოლსტოისა (1983) და ვ. ვოროვსკის (1959) სახელობის პრემიების ლაურეატი. 2000-იანი წლების დასაწყისიდან აგრძელებდა მუშაობას აშშ-ში გაზეთ "მოსკოვსკი კომსომოლეც"-ის მიმომხილველად. ავტორია რამდენიმე წიგნისა. წყარო: თბილისის საპატიო მოქალაქეები, 1979-2006 / თბილ. მერიის განათლ. და კულტ. სამსახური.-თბ.,2006.-გვ.104-105 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |