The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



საურმაგ ბუთხუზი

საურმაგ ბუთხუზი
Date of birth:22 July, 1927
Date of death:6 November, 2010  (at 83 years)
Category:Biologist, Scientist

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1949 წელს.

1949-1953წწ. მუშაობდა ყბა-სახის ქირურგად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ყბა-სახის ქირურგიის კათედრაზე; 1953-1956წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი და აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის ხელმძღვანელობით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ნერვ-კუნთის ფიზიოლოგიაში; 1969 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია კუდიანი ბირთვის ფუნქციონირების შესახებ; 1956-1961წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ჯერ უმცროს, ხოლო 1961-1976 წლებში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1976-2005წწ. იყო მისივე დაფუძნებული ტკივილისა და ანალგეზიის ნეიროფიზიოლოგიის ლაორატორიის გამგე. გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო-ფიზიოლოგიურ ჟურნალებში. მისი მეცნიერული მოღვაწეობის მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენდა ტკივილის, მისი შეკავებისა და ანალგეზიის ფიზიოლოგიური მექანიზმების შესწავლა. 1971 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში მან ჩამოაყალიბა ტკივილის მექნიზმის შემსწავლელი ჯგუფი და 1976 წლიდან სათავეში ჩაუდგა ტკივილის ნეიროფიზიოლოგიის ლაბორატორიას, რომელიც პირველი იყო საბჭოთა კავშირის მასშტაბით. საქართველოში ტკივილისა და ანალგეზიის ფიზიოლოგიის მეცნიერული მიმართულებისა და ლაბორატორიის დამფუძნებელი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 

წყარო: ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი: lifescience.org.ge

Member of Organizations

  • ტვინის შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაცია IBRO, წევრი (1975-)
  • ტკივილის შემსწავლელი საერთაშორისო ასოციაცია (IASP), წევრი (1990-)

Awards and Honors

  • 2002 - ღირსების ორდენი

Share: