შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არჩილ მიქელაძე![]()
ბიოგრაფიაგამოჩენილი ქართველი ნეირომორფოლოგის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ არჩილ მიქელაძის სამეცნიერო მოღვაწეობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტთან. 1960 წლიდან ხელმძღვანელობდა ივანე ბერიტაშვილის ინიციატივით ჩამოყალიბებულ ნეირომორფოლოგთა ჯგუფს; მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა ელექტრონული მიკროსკოპიის დარგში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება როგორც საქართველოს, ასევე სხვა რესპუბლიკების სამეცნიერო დაწესებულებებისათვის. დიდია მისი დამსახურება თბილისში 1969 და 1971 წლებში ელექტრონულ მიკროსკოპიაში საერთაშორისო სკოლისა და გამოფენის ორგანიზაციაში, რამაც დიდი ბიძგი მისცა საქართველოში ამ მიმართულებით კვლევების ფართოდ გაშლას. მისი ხელმძღვანელობით შესწავლილია თავის ტვინის ფუნქციურად განსხვავებული უბნების სხვადასხვა ტიპის ნეირონების, ნეირონთაშორისი სინაფსური და არასინაფსური კავშირების, ნეიროგლიის უჯრედებისა და სისხძარღვოვანი კაპილარების ულტრასტრუქტურა ნორმასა და სხვადასხვა პათოლოგიური პროცესის მოდელირების პირობებში. ელექტრონულ მიკროსკოპიის დარგში მიღწეული წარმატებების აღსანიშნავად 1973 წელს იგი დაინიშნა თბილისში ჩატარებული ელექტრონულ მიკროსკოპიაში საკავშირო კონფერენციის ორგკომიტეტის თავმჯდომარედ. იყო მრავალი სტატიის ავტორი და ელექტრონული მიკროსკოპიის დარგში მრავალი საერთაშორისო ფორუმის მონაწილე. წყარო: ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი: www.lifescience.org.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |