Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დათუნა დოღონაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სუჯუნა, აბაშის რაიონი. დაამთავრა ოდესის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი 1961 წელს. 1961-1963წწ. მუშაობდა ყაზახეთის მხარის ჩრდილოეთ ყაზახეთის ოლქში, სამშენებლო უბნის უფროსად; 1964-1966წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს აპარატში - სამრეწველო საწარმოთა განყოფილების უფროს ინჟინრად; 1967 წლიდან იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "ბიჭვინთმშენის" - N3 და N5 სამშენებლო სამმართველოების მთავარი ინჟინერი; 1969-1975წწ. ტრესტის მთავარი ინჟინერი; 1975-1978წწ. ტრესტ "კურორტმშენის" (ყოფილი "ბიჭვინთმშენი") მმართველის პირველი მოადგილე; 1978-1988წწ. მოღვაწეობდა აფხაზეთის ასსრ და ქ. თბილისის საბჭოთა ორგანოებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე, მათ შორის: გაგრის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ; 1988-1989წწ. აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს განყოფილების გამგედ; 1989-1991წწ. ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საგეგმო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ; 1991-2007წწ. იყო საქართველო-ავსტრიის ერთობლივი საწარმო "იბერია კონსტრაქშენ ენდ სერვის კომპანის" აღმასრულებელი დირექტორი; 2010-2010წწ. მუშაობდა შპს "გაგრა 999"-ის აღმასრულებელ დირექტორად; სამშენებლო კომპანია "არქმშენსერვისი XXI"-ს დირექტორია; ხელმძღვანელობდა და მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქ. გაგრისა და გუდაუთა-ახალი ათონის ზონის მსხვილი საკურორტო-ტურისტული კომპლექსების მშენებლობაში, როგორებიცაა: ბიჭვინთის მაღლივი პანსიონატების საერთაშორისო მნიშვნელობის საკურორტო კომპლექსი 3000 ადგილზე, სსრ კავშირის მწერალთა კავშირის ("ლიტფონდის") შემოქმედებითი სახლი 500 ადგილზე, გაზეთ "პრავდის" გამომცემლობის დასასვენებელი სახლი 350 ადგილზე, სსრ კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის საქმეთა მმართველობის დასასვენებელი სახლი "მზიური" 500 ადგილზე და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის დასასვენებელი სახლი 250 ადგილზე, სანატორიუმი 500 ადგილზე დაბა მიუსერაში, ტურისტული სასტუმრო 500 ადგილზე ქ. გუდაუთაში, ტურბაზა დაბა ახალ ათონში და სხვა; აქტიურად იყო ჩართული და მონაწილეობდა მაღლივი (16 და 18-სართულიანი) საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების სეისმომედეგი, უნიფიცირებული, ანაკრები რკინაბეტონის კარკასული ნაკეთობების (სერია იის-04) ათვისებისა და დანერგვის საქმეში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.205-206
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |