The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ დოღონაძე

ოთარ დოღონაძე
დაბადების თარიღი:26 აპრილი, 1936
გარდაცვ. თარიღი:2000  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1966 წელს.

1966-1977წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენში" ხრამის, ლაჯანურისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე უბნის უფროსად; 1977-1994წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტის მთავარი ინჟინერი; 1995 წლიდან იყო სს "თბილისის" მთავარი ინჟინერი; უშუალოდ მონაწილეობდა "ხრამჰესის", "ლაჯანურჰესისა" და "ენგურჰესის" მშენებლობაში; ხელმძღვანელობდა არაერთი სამრეწველო, სოციალური და სასოფლო დანიშნულების ობიექტის, მათ შორის: დიღმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის საინჟინრო-ლაბორატორიული კორპუსის, "ყაზბეგი-კასტელის" ლუდის ქარხნის მშენებლობას (თბილისში); მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდო.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.206


გააზიარე: