შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ დოღონაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1966 წელს. 1966-1977წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენში" ხრამის, ლაჯანურისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე უბნის უფროსად; 1977-1994წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტის მთავარი ინჟინერი; 1995 წლიდან იყო სს "თბილისის" მთავარი ინჟინერი; უშუალოდ მონაწილეობდა "ხრამჰესის", "ლაჯანურჰესისა" და "ენგურჰესის" მშენებლობაში; ხელმძღვანელობდა არაერთი სამრეწველო, სოციალური და სასოფლო დანიშნულების ობიექტის, მათ შორის: დიღმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის საინჟინრო-ლაბორატორიული კორპუსის, "ყაზბეგი-კასტელის" ლუდის ქარხნის მშენებლობას (თბილისში); მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდო. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.206
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |