Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მურმან დუნდუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მარანი, აბაშის რაიონი. დაამთავრა ქ. ფოთის ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმი 1952 წელს, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი 1972 წელს. 1954-1956წწ. მუშაობდა კასპის რაიონის სარწყავი სისტემის სამმართველოში ჰიდრომელიორატორად; 1957-1960წწ. მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1960-1974წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს N7 საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში გზების მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1974-1985წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს N18 საგზაო-საექსპლუატაციოსამმართველოს; 1985-1989წწ. N7 საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს; 1989 წელს დაინიშნა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს გაერთიანება "აჭარავტოგზის" უფროსად; 1998 წელს სათავეში ჩაუდგა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექციას; 1990-2003წწ. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავტომობილო გზების კათედრის უფროსი პედაგოგი; შპს "ზიმო-7"-ის დირექტორის მრჩეველია; ხელმძღვანელობდა "ჩოხატაური-ბახმაროს" საავტომობილო გზის მშენებლობას, "ბათუმი-ახალციხის" საავტომობილო გზის გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთის, "ქობულეთი-ბათუმის", "ბათუმი-სარფის", "ფოთი-ურეკი-ქობულეთის" მონაკვეთების რეკონსტრუქციას; ჭოროხზე (გონიოდან და მახოსთან), აჭარისწყალზე (ხიჭაურთან და დანდაოსთან), მდ. სარფისწყალზე, მაჭახელაზე და სხვა მდინარეებზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობას; სახელმწიფო კონცერნ "საქავტოგზის" საწარმოო გაერთიანება "აჭარავტოგზის" უფროსი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.208; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.443 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |