The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯემალ ხუციშვილი

ჯემალ ხუციშვილი
Date of birth:18 April, 1938  (87 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი 1960 წელს.

სწავლობდა თბილისის ნ. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში 1955 წელს. მისი მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: "თელავის პეიზაჟი" (1954), "ნატურმორტი ქალამნებით" (1955, ორივე მხატვრის კუთვნილებაა), "ნ. ფიროსმანაშვილი" (1965, აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვი), "ვაზო, შვილივით ნაზარდო" (1975, საქართველოს სურათების გალერეა, თბილისი), "ხევსური გოგონა" (1972, კერძო კუთვნილება, საფრანგეთი), "ძველი თბილისი" (1969, კერძო კუთვნილება, იაპონია) და სხვა. პერსონალური გამოფენები: 1966 აღმოსავლეთ ხალხთა კულტურის მუზეუმი (1966, მოსკოვი, რუსეთი), ეროვნული გალერეა (1966, თბილისი, საქართველო), 1966 ხელოვნების მუზეუმი (1966, თელავი, საქართველო), 1966 ხელოვნების მუშაკთა ცენტრალური სახლი (1966, მოსკოვი, რუსეთი), ჟურნალ "სმენას" გამომცემლობის დარბაზი (1967, მოსკოვი, რუსეთი),  ჟურნალ "იუნოსტის" გამომცემლობის დარბაზი (1967, მოსკოვი, რუსეთი), ლიტერატორთა სახლი (1968, მოსკოვი, რუსეთი), ფინანსთა სამინისტრო (1977, თბილისი, საქართველო),  სურათების გალერეა (1986, ტალინი, ესტონეთი), ხელოვნების მუზეუმი (1988, თელავი, საქართველო), ფიროსმანის მუზეუმი (1989, მირზაანი, საქართველო), შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი (2000, თბილისი, საქართველო), საპატრიარქო (2000, თბილისი, საქართველო), 2001 გაეროს სახლი (2001, თბილისი, საქართველო), გალერეა "ვაჩე" (2009, თბილისი, საქართველო), სავაჭრო ცენტრი "გუდვილი" (2009, თბილისი, საქართველო). ჯგუფური გამოფენები : აშშ, ბულგარეთი, გერმანია, კანადა, რუმინეთი, ესპანეთი, ინგლისი, იაპონია, იტალია, საფრანგეთი, უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია; მონაწილეობდა ყოფილი საბჭოთა კავშირისა და საქართველოს რესპუბლიკის, ასევე, საერთაშორისო გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია: აღმოსავლეთ ხალხთა კულტურის სახელმწიფო მუზეუმი (მოსკოვი, რუსეთი), ტრეტიაკოვის სამხატვრო გალერეა (მოსკოვი, რუსეთი),  თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (პარიზი, საფრანგეთი), შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების სახელმწიფო ეროვნული მუზეუმი (თბილისი, საქართველო), ხალხური შემოქმედების სახელმწიფო მუზეუმი (თბილისი, საქართველო), ხალხურ საკრავთა სახელმწიფო მუზეუმი (თბილისი, საქართველო), ეთნოგრაფიული მუზეუმი (კასპი, საქართველო), ივანე ჯავახიშვილის სახ. მუზეუმი (ხოვლე, კასპის რაიონი), საქართველო სურათების სახელმწიფო მუზეუმი (ქუთაისი, საქართველო), ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ–მუზეუმი (მირზაანი, საქართველო), ქ. იაშვილის სახ. სახელმწიფო გალერეის ერთ-ერთ დარბაზში მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში (თელავი, საქართველო), სრულიად საქართველოს საპატრიარქოს ფონდი (თბილისი, საქართველო); კერძო კოლექციები: პაპუნა წერეთელი / საქართველო/, ბატონიშვილი ქეთევან ბაგრატიონ-ორსინი /საფრანგეთი/, ედვარდ ბრუნერი /შვეიცარია/, ლივიუ ვარკოლი /გერმანია/, კანავალოვი /რუსეთი/, ე. ვირსალაძე /რუსეთი/, ნაკამურა /იაპონია/. ფერმწერი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.521; თანამედროვე სახვითი ხელოვნების პორტალი : art.gov.ge 

Awards and Honors

  • 1984 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

Share: