შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ დუმბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამშენებლო ტექნიკუმი 1945 წელს, მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი 1965 წელს. 1948 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა სამოქალაქო-სამრეწველო ობიექტის მშენებლობაზე მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1972 წლიდან საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N15 სამშენებლო ტრესტის N2 სამშენებლო სამმართველოს ხელმძღვანელობდა; 1980 წლიდან N15 სამშენებლო ტრესტის მმართველი იყო; 1982 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N2 სახლთმშენებელი კომბინატის უფროსად; 1985-1995წწ. იყო საქართველოს საყოფაცხოვრებო მომსახურების სამინისტროს სამშენებლო სამმართველოს უფროსი; ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკის, გეოფიზიკის სამეცნიერო ლაბორატორიის თერმობაროკამერის, მეცნიერებათა აკადემიის ტიპოგრაფიის შენობის, თეატრალური საზოგადოების მსახიობთა სახლის მშენებლობას; მონაწილეობდა სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის, სასტუმრო "ივერიის", სახელმწიფო ფილარმონიის, ქორწინების სახლის მშენებლობაში. მიღებული აქვს სპეციალური დიპლომები და ფულადი ჯილდოები, საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის ("სახმშენის") დიპლომები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.207 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |