The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე ჯაბადარი

ივანე ჯაბადარი
Date of birth:28 December, 1852
Date of death:8 May, 1913  (at 60 years)
Category:Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. საგარეჯო.

1872-1873 წწ. სწავლობდა პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიულ აკადემიაში.

1874 წელს გაემგზავრა საზღვარგარეთ (ჟენევა, პარიზი); გატაცებული იყო ბაკუნინის იდეებით. მალე რუსეთში დაბრუნდა და დაიწყო პროპაგანდისტული საქმიანობა მოსკოვის მუშებში. იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი "სრულიად რუსეთის სოციალ-რევოლუციონერთა ორგანიზაციისა" და მისი წესდების ავტორი. 1875 წლის აპრილში დააპატიმრეს და ეგრეთ წოდებულ "ორმოცდაათის პროცესის" მონაწილეებთან ერთად 5 წლით კატორღა მიუსაჯეს. 1887 წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და საადვოკატო საქმიანობას მიჰყო ხელი. 1889 წელს პეტერბურგში ჟურნალ "სევერნი ვესტნიკში" "ნ. დ-ს" ფსევდონიმით დაბეჭდა წერილი, რომელშიც ფალსიფიცირებული იყო საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ლიტერატურა და კულტურა. ქართველთა საზოგადოების მოწინავე ნაწილმა ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა- ფშაველასა და სხვათა მეთაურობით გამოააშკარავა ჯაბადარის ნიჰილიზმი და მისი წერილის სრული უსაფუძვლობა. რევოლუციონერ-ხალხოსანი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.523


Share: