The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ედუარდ აბოლი

Date of birth:14 February, 1868
Date of death:9 April, 1959  (at 91 years)
Category:Biologist, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ვალტაიკა, ლატვია.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი 1892 წელს; 1915 წელს მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.

მიენიჭა პროვიზორის წოდება, 1899 წელს ფარმაციის მაგისტრის ხარისხი, 1902 წელს კი ყაზანის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტობა. 1926-1932 წლებში იყო თბილისის უნივერსიტეტის, შემდეგ კი ფარმაცევტული და სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტების ფარმაკოგნოზიის კათედრის გამგე. 1932-1959 წლებში სამეცნიერო კვლევითი ფარმაკო-ქიმიური ინსტიტუტის ფარმაკო-ბოტანიკური განყოფილების გამგე. შეისწავლა და აღწერა ადგილობრივი სამკურნალო მცენარეები. ავტორია სამკურნალო მცენარეთა ფიტოქიმიური და მიკროქიმიური დახასიათებისა. იკვლევდა ფარმაკოგნოზიის სწავლებისა და მეცნიერული ფამაციის პრობლემებს. ხელმძღვანელობდა ფარმაკობოტანიკურ ექსპედიციებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. იყო ფარმაცევტული პროფილის 5 ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი და სხვ.  ფარმაკობოტანიკოსი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1935), პროფესორი (1935).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.30

Awards and Honors

  • 1944 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Share: