Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აზრათ ყული-ბეგ მარტყოფელი![]()
Biographyგანჯის სახანოს მმართველი 1778-1783 წლებში. წარმოშობით ქართველი. ბავშვობაში გაიტაცეს სოფელ მარტყოფიდან და ყარაბაღის ხანს იბრაჰიმს მიჰყიდეს. ტყვე გაამაჰმადიანეს, შეინარჩუნა მხოლოდ თავისი სადაურობა-მარტყოფელი. ბუნებრივი ნიჭისა და ვაჟკაცობის წყალობით მან ჯერ ყარაბაღის სახანოს პირველ ვეზირობას მიაღწია, ხოლო როცა ერეკლე II-მ იბრაჰიმ-ხანთან ერთად 1778 წელს განჯის სახანო აიღო, აზრათ ყული-ბეგ მარტყოფელი ქაიხოსრო ანდრონიკაშვილთან ერთად განჯის მმართველი გახდა. ამ თანამდებობაზე ქაიხოსრო ერეკლე მეფემ დანიშნა, ხილო აზრათ ყული-ბეგ მარტყოფელი - იბრაჰიმ-ხანმა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.73
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |