The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გენო მიქელაძე

გენო მიქელაძე
Legal name:გენადი მიქელაძე
Date of birth:2 February, 1973  (51 years)
Category:Sailor

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ურეხი, ხელვაჩაურის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი 1992 წელს; საზღვაოსნო სასწავლებლის დამთავრებისთანავე იგი უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებლის (შემდგომში საზღვაო აკადემია) ინჟინერ-გემთწამყვანობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, რომელიც შორეული ნაოსნობის შტურმანის სპეციალობით 2000 წელს დაასრულა.

თავდაპირველი მეზღვაურული წრთობა და ნათლობა 1989 წელს, სასწავლო პრაქტიკაზე ყოფნისას, ლეგენდარულ იალქნიან ხომალდზე, ბარკ "Товарищ"-ზე მიიღო; წლების მანძილზე თანმიმდევრულად გაიარა საზღვაო იერარქიის ყველა ეტაპი მატროსობიდან შორეული ნაოსნობის კაპიტნობამდე. ზღვაში საქმიანობა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე "Акаки Церетели", "Сухуми", "Акташ", "Danila",-სა და "Parnar"-ზე დაიწყო. მოგვიანებით ამ გემებზე გახდა კაპიტნის მესამე და მეორე თანაშემწე; 1999 წელს ერთობლივი კომპანიის კუთვნილი ტანკერების "Parnar"-ისა და "Black Sea Star"-ის კაპიტნის უფროსი თანაშემწის მოვალეობებს ასრულებდა; 2000 წლიდან სანაოსნო კომპანია "EastWind"-ის გემების: "Julia 1", "Sun", "Leone B", "Hasting", "Ew Henfield"-ის ეკიპაჟებს მეთაურობდა; მომდევნო წლებში მისი, როგორც შორეული ნაოსნობის კაპიტნის საქმიანობა ბრიტანულ სანაოსნო კომპანია "V.Ships UK"-ს უკავშირდება, იგი ამ კომპანიის გემებს მეთაურობს. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com

Member of Organizations

  • საქართველოს საზღვაო კაპიტანთა ასოციაცია, წევრი

Share: