შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა ფულარიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური სასწავლებელი 1939 წელს. 1931-1933წწ. რუსთაველის თეატრის ორკესტრში ფლეიტაზე უკრავდა. 1947 წლიდან გუნდების ხელმძღვანელობას მიჰყო ხელი. ჯერ ქუთაისის რაიონის გუნდებში იმუშავა, ხოლო შემდეგ ტყიბულის მეშახტეთა გუნდებს უხელმძღვანელა. შემდეგ მაიაკოვსკის რაიონში იმუშავა. დაამუშავა მრავალი საგუნდო სიმღერა. ხელმძღვანელობდა ქუთაისის ლენინის სახელობის მაუდის ფაბრიკის, სკოლა-ინტერნატის და მაიაკოვსკის რაიონის სოფ. დიმის საშუალო სკოლის გუნდებს. მდიდარ ცოდნასა და გამოცდილებას მონდომებით ახმარდა ხალხური სიმღერების მოვლისა და პოპულარიზაციის საშვილიშვილო საქმეს. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.193
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |