შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დომენტი ქარჩავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შრომა, მახარაძის (ოზურგეთი) რაიონი. 1932 წელს მუშაობა დაიწყო ახლად ჩამოყალიბებულ გუნდში, რომელსაც ცნობილი მომღერალი და ლოტბარი ვარლამ სიმონიშვილი ხელმძღვანელობდა, ხოლო 1937 წლიდან გუნდის ლიკვიდაციამდე (1953) ხელმძღვანელის მოადგილედ ითვლებოდა. გამოდიოდა მახარაძის რაიონის კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში. 1962 წლიდან გურული სიმღერების შემსრულებელთა ჯგუფში იყო. პარალელურად ხელმძღვანელობას უწევდა სასკოლო და საკოლმეურნეო გუნდებს. თითქმის ყველა რესპუბლიკური დათვალიერების თუ ოლიმპიადის მონაწილე იყო. ხან გუნდის ხელმძღვანელად, ხან სოლისტ-მომღერლად; რვაჯერ ჰქონდა მიღებული მთავრობისაგან ფულადი ჯილდო და საპატიო სიგელი. მთელი მისი მუშაობა იქითკენ იყო მიმართული, რომ ხალხური სიმღერები ხალხისათვის უცვლელად მიეწოდებინა. ავლენდა ძველ მივიწყებულ სიმღერებს, გუნდებს ასწავლიდა და ხალხს უნარჩუნებდა. უტყუარი პედაგოგიური ალღოთი დაჯილდოებული ლოტბარი მონდომებით ასწავლიდა სკოლის მოსწავლეებს მამა-პაპის დანატოვარ სიმღერებს. ლოტბარი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.195; margalurmedia.wordpress.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |