The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნისან ბაბალიკაშვილი

ნისან ბაბალიკაშვილი
Date of birth:7 April, 1938
Date of death:10 May, 1986  (at 48 years)
Burial location:ებრაული სასაფლაო, თბილისი
Category:Theologian, Translator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამტავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1964 წელს.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი-თანამშრომელი. საბჭოთა პერიოდში იყო თანამედროვე ივრითის პირველი ოფიციალური პედაგოგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ნისან ბაბალიკაშვილის მთავარ ნაშრომში საქართველოს ებრაული ეპიგრაფიკის შესახებ თავმოყრილია 101 წარწერა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან: აბასთუმნიდან, ახალციხიდან, ახალსოფლიდან, ბანძიდან, ბათუმიდან, ბორჯომიდან, ვანიდან კულაშიდან, ქუთაისიდან, ლაილაშიდან, ონიდან, ფოთიდან, საჩხერიდან, თამარაშენიდან და სხვ. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1972 წლის 15 მარტს. არაერთი ნაშრომი მიეძღვნა მთიელ ებრაელთა და ყირიმის კარაიმული ეპიგრაფიკის შესწავლას. ნისან ბაბალიკაშვილი იყო ძველებრაულიდან ბიბლიის ცალკეული წიგნების ქართული თარგმანების ავტორი. ქართულად თარგმნა ასევე პოეტ ალექსანდრ პენის ლექსები და შემუელ აგნონის პროზა: "იერემიას გოდება"(არმაღანი, 2, თბ., 1977,გვ. 373-381), "ეკლესიასტე"(არმაღანი, 2,თბ., 1977, გვ. 382-395), "იონა"(არმაღანი, 3, თბ., 1982, გვ. 35-38), შამუელ იოსეფ აგნონის ნოველა "მტერი?.. მოყვარე!"("ცისკარი", 1986, N12, გვ.92-93) და სხვ. თავისი წვლილი შეიტანა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის შექმნაში. საქართველოში დაარსდა ნისან ბაბალიკაშვილის სახელობის საქართველოს ებრაელთა მატერიალური კულტურის ფონდი (ხელმძღვანელი შოთა ბოსტანაშვილი). სემიტოლოგი, ბიბლეისტი. ცნობილი რაბინის, ისრაელ ბაბალიკაშვილის(1899-1971) შვილი.


Share: