The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ ებანოიძე

გურამ ებანოიძე
Date of birth:18 September, 1934  (90 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამთო-საწარმოთა მშენებლობის სპეციელობით 1958 წელს.

1958-1960წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" ინჟინრად; 1960-1964წწ. სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" მექანიზებულ სამუშაოთა სამმართველოში, "ენგურჰესის" მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად; 1964-1976წწ. საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს ტრესტ "საქკომუნრემმშენში" საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1976-1977წწ. იყო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" პროექტის მთავარი ინჟინერი, საწარმოო-საგეგმო განყოფილების უფროსი; 1977-1983წწ. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის საქმეთა მმართველობის ინჟინერი; 1983-1990წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული ადგილობრივი კურორტების სამმართველოში უფროსის მოადგილედ მშენებლობის დარგში; 1990-1995წწ. ასოციაცია "იბერიაში" სამშენებლო ფირმის დირექტორად; 1995-2000წწ. კონცერნ "აი-სი-ტი ინტერნეიშნლ გრუპ"-ის საქართველოს წარმომადგენლობაში უფროსის მოადგილედ მშენებლობის დარგში; მისი მონაწილეობით და ხელმძღვანელობით შესრულებულია არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობა, მათ შორის: საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის (ამჟამად სახელმწიფო კანცელარია) ადმინისტრაციული შენობა, თბილისის "დინამოს" საწვრთნელი ბაზის კომპლექსი დიღომში, ქ. თბილისის, ქუთაისის, თელავის სასტუმროების შენობები, წყალსადენ-კანალიზაციის მაგისტრალური ქსელები იმერეთისა და კახეთის რეგიონებში და სხვა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.209

Member of Organizations

  • საქართველოს მშენებელთა კავშირი, წევრი

Share: