შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გამრეკელ ჯავახიშვილი![]()
ბიოგრაფიაXIV საუკუნის I ნახევრის ქართლის წარჩინებული ფეოდალი. თეძმის ხეობაში დამკვიდრებული თორელების საგვარეულოდან წარმომდგარი ჯავახიშვილების გვარის პირველი წარმომადგენელი - შვილი ჯავახ თორელისა. ჰყავდა ძმა ივანე, და - ბობა, შვილი - სარიჯნა. ჟამთააღმწერლის ცნობით, XIV საუკუნის დასაწყისში, ყაზან-ყაენის სიკვდილის შემდეგ, მეფე ვახტანგ III -სთან (1298-1308) ერთად მონაწილეობდა მონღოლთა ლაშქრობაში გილანელების წინააღმდეგ. 1345 წელს გიორგი V ბრწყინვალემ ურდოში ლაშქრობის დროს ერთგული სამსახურისთვის მას ყმა-მამული უწყალობა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.526
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |