The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე ჯავახიშვილი

ივანე ჯავახიშვილი
Other name:ივანე ჟევახოვი
Date of birth:1762
Date of death:1837  (at 75 years)
Category:Nobleman, Military Person

Biography

პირველი საბრძოლო წრთობა 1787-1791 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომში მიიღო. მონაწილეობდა ეთრუს-ავსტრია-საფრანგეთის 1805 წლისა და რუსეთ-პრუსია-საფრანგეთის 1806-1807 ომებში. 1812 წლის სამამულო ომის დროს მეთაურობდა მე-3 არმიაში (სარდალი გენერალი ა. ტორმასოვი, 1812 სექტემბრიდან - ადმირალი პ. ჩიჩაგოვი) შემავალ სერპუხოვის დრაგუნთა პოლკს. პოლკმა და მისმა მეთაურმა თავი ისახელა 15 (27) ივლისის კობრინისა და 31 ივლისის (12 აგვისტოს) გოროდეჩნის ბრძოლებში, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა მტრის აქტიური მოძრაობა კიევის მიმართულებით. 1812 წლის სექტემბრიდან ომის დამთავრებამდე იგი მონაწილეობდა ყველა მნიშვნელოვან ოპერაციაში, რომელსაც დუნაის არმიასთან გაერთიანებული მე-3 არმია აწარმოებდა ჩრდილოეთ უკრაინისა და ბელორუსიის ტერიტორიაზე. რუსეთიდან ნაპოლეონის არმიის განდევნის შემდეგ მონაწილეობდა 1813-1814  წლების რუსეთის არმიის საზღვარგარეთ ლაშქრობაში. 1817 წელს ავადმყოფობის გამო სამხედრო სამსახურიდან გადადგა. პოლკოვნიკი (1800), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1813).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.527

Awards and Honors

  • 1807 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
  • ოქროს ხმალი
    საბრძლო მამაცობისთვის

Share: