Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე ებანოიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1930 წელს. 1930-1931წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის გზატკეცილების სამმართველოში საძიებო პარტიის უფროსად; 1931-1933წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა კომისარიატის გზების განყოფილებაში მთავარ ინჟინრად; 1933-1936წწ. დასავლეთ საქართველოს N729 საგზაო უბანზე მთავარ ინჟინრად; 1936-1941წწ. ხელმძღვანელობდა N730 საგზაო-საექსპლუატაციო უბანს; 1941-1946წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ მშენებლობათა განყოფილებას; 1946-1952წწ. სსრ კავშირის ნავთობის მრეწველობის სამინისტროს საქართველოს N6 და 1952-1953წწ. საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამშენებლო სამმართველოებს; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა N34 (ქობულეთის საზაფხულო), N164 (ქუთაისის, კოპიტნარის), N1536 (საგარეჯოს, ალექსეევკის), N1547 (გუდაუთის, ბომბორას) და N1549 (სოხუმის) აეროდრომები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.209
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |