Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ ებრალიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ლაშისღელე, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს. 1958-1960წწ. მუშაობდა ტრესტ "საქჰიდროენერგომშენში" ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1960-1970წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენში" უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1970-1974წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო ტრესტ "ინჟმშენის" N4 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსად; 1974 წლიდან იყო საქართველოს ხე-ტყის მრეწველობის სამინისტროს თბილისის სპეციალიზებული სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსი, ტრესტ "საქავეჯმშენის" (ამჟამად, სს "მშენებელი-21") მთავარი ინჟინერი, მოგვიანებით კი - მმართველი; მონაწილეობდა არაერთი ახალი კონსტრუქციის შექმნაში, უნიკალური და ექსპერიმენტული ნაგებობების, მათ შორის: თბილისის ტელეცენტრის, სპორტის სასახლის, სასტუმრო "ივერიის", სხვა სამოქალაქო-სამრეწველო ობიექტების მშენებლობაში; არის სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.210 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |