შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ ჯავახიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილ: სოფელი ხოვლე, კასპის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1922 წელს. 1954-1957 წწ. განაგებდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის, სანიტარულ-ჰიგიენისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტების ჰოსპიტალური თერაპიის კათედრას; 1957-1967 წწ. იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მ. წინამძღვრიშვილის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი; 1967-1982 წწ. თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის პროფესორი. იკვლევდა ფილტვისა და გულსისხლძარღვთა დაავადებებს. მისი მონაწილეობით დაარსდა რესპუბლიკური კარდიორევმატოლოგიური დისპანსერი და გაიხსნა კარდიორევმატოლოგიური კაბინეტები რესპუბლიკის სხვადასხვა რაიონში. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1953), პროფესორი (1954). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.527; კომპანია "ავერსი": aversi.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |