The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კახა ჯავახიშვილი

კახა ჯავახიშვილი
დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1915
გარდაცვ. თარიღი:1987  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ს. კიროვის სახელობის ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი 1936 წელს.

1945-1954 წწ. იყო აჭარის ასსრ სახალხო კომისარიატთა საბჭოსთან (შემდგომში მინისტრთა საბჭოსთან) არსებული არქიტექტორთა (შემდგომში არქიტექტურისა და მშენებლობის) სამმართველოს უფროსი, ბათუმის მთავარი არქიტექტორი. მისი ნამუშევრებია: ბათუმში - საზაფხულო თეატრი (1949, ბ. კირაკოსიანთან ერთად), რევოლუციის სახალხო მუზეუმი (1955); თბილისში - საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტი (60-იანი წწ.), საქართველოს ქალაქების გენერალური გეგმები (ბათუმი, ქობულეთი, სამტრედია და სხვა ავტორთა კოლექტივებთან ერთად).  

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.527; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.733

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • აჭარის ასსრ დამსახურებული არქიტექტორი
  • საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: