The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ედიშერაშვილი

ნოდარ ედიშერაშვილი
დაბადების თარიღი:20 მაისი, 1938  (86 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-კონსტრუქტორის კვალიფიკაციით 1961 წელს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმოდეგობის ს/კ ინსტიტუტის ასპირანტურა 1966 წელს.

1961-1963წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქგიპრომეზში" მთავარ ინჟინრად; 1963-1964წწ. მოსკოვის ცებტრალურ ს/კ ინსტიტუტში; 1966-1988წწ. თბილისის ზონალურ ს/კ ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიიეპი") ლითონკონსტრუქციებისა და კომპლექსური საპროექტო-სამეცნიერო განყოფილების უფროსად; 1988-1995წწ. იყო ინსტიტუტ "თბილზნიიეპის" დირექტორი; 1995-2002წწ. იყო მოსკოვის სამშენებლო-საპროექტო ფირმა "სტროირეკონის" გენერალური დირექტორი; 2006-2007წწ. შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი, ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის კოორდინატორი, თურქული კომპანია "TAV GEORGIA"-ს კონსულტანტი; 2007-2008წწ. თანამშრომლობდა სს "საქცემენტთან", "ქართულ ცემენტთან" და გერმანულ კომპანია "HEIDELBERG CEMENT"-თან; 2008-2009წწ. იყო ISO/IEK 17024:2006 საერთაშორისო სტანდარტით შემუშავებული სერტიფიცირებისა და თრეინინგის პროგრამის ინსტრუქტორ-ექსპერტი; 2002 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგია, ხოლო 2010 წლიდან - საავიაციო უნივერსიტეტის სრული პროფესორი; საქართველოში, დაღესტანში, ვიეტნამსა და რუსეთში განხორციელებული აქვს 30-მდე ობიექტის, მათ შორის, თელავი-ომალოს რადიო-სარელეო ხაზის (1982), თბილისის 280-მეტრიანი სატელევიზიო ანძის, გორის, ყვარლის, სვანეთის ტელეანძების, მახაჩყალის ორდარბაზიანი დრამატული თეატრის (1984), ხოაბინის ჰიდროკვანძის საცხოვრებელი კომპლექსის (ვიეტნამში), სასტუმროების (მოსკოვსა და ბათუმში), კარკასული ტიპის ლითონის მაღლივი შენობების (რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნების ტერიტორიაზე); თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების, სარფის საბაჟოს მაღლივი კოშკის, საფეხმავლო ხიდის (თბილისში, მ. კოსტავას ქუჩაზე) და სხვათა პროექტირება-მშენებლობა; სეისმომედეგი მშენებლობის საკითხებზე დაწერილი 75 სამეცნიერო ნაშრომისა და 10-ზე მეტი გამოგონების ავტორი, მოსკოვის, რომისა და ლისაბონის საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე. მინიჭებული აქვს სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს პრემია(1990), დაღესტნის რესპუბლიკის დამსახურებული ინჟინის წოდება; 2012-2013 წლების საინჟინრო მოღვაწეობის შედეგების მიხედვით 2014 წელს მიენიჭა "წლის საუკეთესო ინჟინრის საპატიო წოდება". ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.211

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • არქიტექტორთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1992 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: