შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ეზუგბაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გალი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1966 წელს. 1966 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) ლაბორანტად, ასისტენტად, უფროს მასწავლებლად, დოცენტად, ასოცირებულ პროფესორად; 2013 წლიდან სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ტექნოლოგიებისა და საშენი მასალების დეპარტამენტის უფროსია; მონაწილეობდა სხვადასხვა მშენებლობებზე, ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში და რეკომენდაციების შემუშავებაში: კერძოდ "ენგურჰესის" სადერევაციო გვირაბის, მოსკოვის ისტორიული ნაგებობის "ძველი სასტუმრო ეზო" აღდგენა-რესტავრაციაში, თბილისის წმინდა სამების საკათრედრო ტაძრის მოპირკეთების სამუშაოების შესრულებაში და სხვა; არის ავტორი 130 სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის 14 სახელმძღვანელოსი, მრავალი საერთაშორისო და საქართველოს პროგრამების ექსპერტი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (2008). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.212 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |