შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლალი ახვლედიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტყიბული. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიზაციისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი, ავტომატიკა ტელემექანიკის სპეციალობით 1990 წელს. 1990-1992წწ. მუშაობდა ტელევიზორების ქარხანა "ეკრანის" ფილიალ ფირმა "აბგ"-ში ტექნიკური კონტროლის განყოფილების უფროსად. 1992 წელს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ავტომატიზაციის და გამოთვლითი ტექნიკის კათედრაზე დაიწყო მუშაობა ლაბორანტად. 1996-2000წწ. ის ამავე კათედრის ასისტენტი იყო. 1996-2004წწ. ელექტროფიკაციის და ავტომატიზაციის ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ აღმზრდელობით დარგში. 2005 წლიდან ლ. ახვლედიანი გაფორმდა მაძიებლად ეკონომიკურ-ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე სპეციალობით-სასოფლო სამეურნეო წარმოების ეკონომიკა. გამოქვეყნებული აქვს 6 სამეცნიერო ნაშრომი, მეთოდური მითითება და პრაქტიკული სავარჯიშოები MS EXCEL-შ აგრონომიული და აგროსაინჟინრო სპეციალობის ბაკალავრებისთვის საგანში - "კომპიუტერული ტექნოლოგიები". 2003 წელს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ლ. ახვლედიანს გამოეცხადა მადლობა. წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბ., 2008.- გვ.13-14
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |