The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიტროფანე შელია

Date of birth:1912  (113 years)
Date of death:19??
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი საჩინო, წალენჯიხის რაიონი. 

დაამთავრა წალენჯიხის საშუალო სკოლა.

1933 წლიდან გუნდს ხელმძღვანელობდა. 1936 წელს თვითმოქმედების სარაიონო დათვალიერებაში წარმატებას მიაღწია. მას წალენჯიხის რაიონის ხელმძღვანელობამ პირველი ადგილი და სათანადო ჯილდო მიანიჭა. 1939 წელს თბილისში გაემგზავრა და საგუნდო მოღვაწეთა სამთვიანი გადასამზადებელი კურსები გაიარა, კვალიფიკაცია აიმაღლა. შემდეგ კვლავ წალენჯიხაში დაბრუნდა მუშაოების უკეთ წარსამართავად. რაიონისა და სოფლების სხვადასხვა სკოლებში მოსწავლეთა გუნდებს ხელმძღვანელობდა, ხოლო უფრო გვიან, 1942 წლიდან, წალენჯიხის რაიონის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში, სოლისტ-მომღერლად მუშაობდა. სხვადასხვა დათვალიერებებსა და ოლიმპიადებში ხალხურ რეპერტუარს მოხერხებულად იყენებდა, რათა ჯეროვნად წარმოეჩინა მშობლიური რაიონის სახე. მრავალი ქების ფურცელი და საპატიო სიგელი დაიმსახურა თვითმოქმედების ფართოდ გაშლისათვის. ხალხური სიმღერების შემსრულებელი, ლოტბარი. 

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.203

Awards and Honors

  • 1968 - საქართველოს კულტურის დამსახურებული მოღვაწე

Share: