The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ არუთინოვი

მიხეილ არუთინოვი
დაბადების თარიღი:19 სექტემბერი, 1906
გარდაცვ. თარიღი:1995  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.

დაამთავრა ამიერკავკასიის ქვეითი ჯარების სკოლა 1930 წელს; 1943 წელს მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიასთან არსებული დივიზიის მეთაურთა კურსები.

შრომითი საქმიანობა დაიწყო თბილისში. 1930-1940 წლებში მუშაობდა კავკასიის მსროლელთა დივიზიაში. II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ამიერკავკასიისა და ვორონეჟის ფრონტებზე. მონაწილეობდა სტალინგრადის ბრძოლაში, ხარკოვის განთავისუფლებაში. 1944 წლიდან მსახურობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში მსროლელთა პოლკის, ხოლო 1957-1961 წლებში დივიზიის მეთაურად. 1962 წლიდან თადარიგშია. გენერალ-მაიორი (1958).

საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.210

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • ქ. ოსტროგოჟსკის (რუსეთი) საპატიო მოქალაქე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: