Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით ჩადუნელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელ გეთსამანია,ზემო იმერეთი. სასულიერო სემინარიის მოწაფე, 1902 წლიდან მღეროდა კოტე ფოცხვერაშვილის მიერ ქუთაისში დაარსებულ ოთხხმიან გუნდში. ქუთაისში მოსწავლეთა რევოლუციური გამოსვლების გამო სასულიერო სემინარია დახურეს და დარჩა სკოლის გარეშე, ვინაიდან ისიც მონაწილეობდა ამ ამბებში. შემდეგ ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტში დაიწყო მოღვაწეობა. კვირაობით მუშებსა და ნოქრებს საუბრებს უტარებდა პოლიტიკური ეკონომიიდან, ასწავლიდა ქართულ ხალხურ რევოლუციურ სიიმღერებს; ჩამოაყალიბა მომღერალთა გუნდი და კონცერტებს მართავდა კინო-დარბაზში, ქალაქის თეატრში. 1936 წელს მონაწილეობდა ლენინგრადში გამართულ საკავშირო ოლიმპიადაში, სადაც მისი ანსამბლი პირველი ხარისხის დიპლომოთ დააჯილდოვეს. 1941 წელს მოსკოვში მიიწვიეს კონცერტების ჩასატარებლად. 1947-1953წწ. რადიოკომიტეტის ანსამბლის სოლისტი იყო. დააგროვა მდიდარი მასალა ქართული მუსიკალური ლექსიკონისათვის. ღრმა მოხუცებულობამდე მღეროდა. ხალხური სიმღერების ანსამბლის სოლოსტი, ლოტბარი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.206; chaduneli.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |