Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სერგი დონდუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა იალტის საშუალო სკოლა 1941 წელს; ოდესის საზღვაოსნო სასწავლებელი შორეული ნაოსნობის შტურმანის კვალიფიკაციით (დაუსწრებლად); ოდესის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი (ОВИМУ, დაუსწრებლად) 1957 წელს. 1941 წელს შრომითი საქმიანობა კატარღა "Курортник"-ის მატროსად დაიწყო. ომის დაწყებისთანავე მშვიდობიანი გემი შავი ზღვის ფლოტის ავარიულ-სამაშველო ხომალდად გადაკეთდა, მასზე ტყვიამფრქვევები დააყენეს და საბრძოლველად გაუშვეს, ს. დონდუა ამ გემის მთავარი მესაჭე იყო. მეორე მსოფლო ომის დამთავრებას იგი რუმინეთში, კონსტანცის პორტში შეხვდა. სამხედრო-საზღვაო ფლოტში დარჩენა კი 1948 წლამდე მოუწია. 1948 წელს პირველად წავიდა შორეულ ნაოსნობაში ორთქლმავალ «Александр Пушкин»-ის კაპიტნის მეოთხე თანაშემწის რანგში; მომდევნო წლებში იგი ცურავდა ორთქლმავალ «Николаев»-ის კაპიტნის მეოთხე, მესამე, მეორე და უფროს თანაშემწედ; 1953 წელს მან მშრალტვირთა გემ «Карл Маркс»-ის მეთაურობა ჩაიბარა; 1958 წელს სამგზავრო ორთქლმავალ «Белоостров»-ის კაპიტანი გახდა, მოგვიანებით კი საფრანგეთში აგებული ახალი ხომალდი «Николай Пирогов»-ი ჩაიბარა. მოდევნო წლებში მიიღო საბჭოთა კავშირისათვის გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში აგებული ახალი სამგზავრო გემები «Литва» (1960) და «Тарас Шевченко» (1966); 1974 წელს ჩაიბარა იმ დროისათვის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საკრუიზო ლაინერი, საბჭოთა სამგზავრო ფლოტის ფლაგმანი - «Максим Горький» (ყოფილი-«Hamburg»), რომლის უცვლელი კაპიტანი იყო 1986 წლამდე. 1986 წელს პენსიაზე გავიდა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები იალტაში გაატარა, ცხოვრობდა მოსკოვშიც. მრავალი მედლისა და ორდენის კავალერი. XX საუკუნის სახელგანთქმული ქართველი ზღვაოსანი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |