The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აპოლონ ჩავლეიშვილი

აპოლონ ჩავლეიშვილი
Date of birth:1906
Date of death:2 January, 1986  (at 80 years)
Burial location:სოფელ ბოხვაურის სასაფლაო, ოზურგეთის რაიონი
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბოხვაური, ოზურგეთის რაიონი.

1929 წლიდან გუნდის ხელმძღვანელად მუშაობას შეუდგა წითელ არმიაში. მან მომღერალთა მრავალ კოლექტივს გაუწია ხელმძღვანელობა; ასეთებია: მახარაძის რკინიგზის სადგურის, სოფ. დვაბუზს, ნაგომრის, ბოხვაურის, მერიისა და სხვა საკოლმეურნეო გუნდები. ჩვიდმეტ წელზე მეტ ხანს შეუცვლელად განაგრძობდა სოფ. ნაღობილევისა და თხინვალის საკოლმეურნეო გუნდების ხელმძღვანელობას; შეისწავლა და დაამუშავა სამოცზე მეტი გურული სიმღერა, აგრეთვე საჩონგურო და კომპოზიტორების მიერ შექმნილი სიმღერები. იგი თვითმოქმედი კომპოზიტორიც იყო; ხალხურ ჰანგებზე დაყრდნობით შექმნა და ოლიმპიადაზე შეასრულა: სიმღერები ლენინზე (ჩონგურით), "საკოლმეურნეო" ("დგას ნანატრი გაზაფხული"), რვა მარტზე ("დიდება მშრომელ ქალებს"), მახარაძეზე, გამოფენაზე და სხვა. ხანდაზმული ლოტბარი ახალგაზრდული გატაცებით ემსახურებოდა საყვარელ საქმეს. ხალხური სიმღერების შემსრულებელი, ლოტბარი.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.207; blog.geguchadze.com


Share: