Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკიფორე ჩავლეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ასკანა, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა ასკანის ოთხწლიანი სკოლა 1909 წელს. სიმღერა თექვსმეტი წლის ასაკსი დაიწყო. მღეროდა იმ გუნდში, რომელსაც ბიძამისი, ცნობილი სამუელ ჩავლეიშვილი, ხელმძღვანელობდა. იქვე მღეროდა ილარიონ ჩავლეიშვილი. მათგან ბევრი რამ შეიძინა. ორი წლის შემდეგ, 1912 წლიდან, სიმღერის მასწავლებლობა დაიწყო ასკანის და ბახვის სკოლებში. მოგვიანებით ასკანის თემში სიმღერისა და ცეკვის საკოლმეურნეო გუნდი ჩამოაყალიბა და მესამე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე 1934 წელს თბილისში ამიერკავკასიის გუნდებს შორის გამართულ შეჯიბრებაში გურული სიმღერებისა და ცეკვების კარგი შესრულებისათვის მეორე ადგილი დაისაკუთრა. შემდეგ ამ გუნდით კონცერტები გამართა ქუთაისში, ჭიათურაში, ბათუმში, სამეგრელოს სხვადასხვა რაიონებში, აგრეთვე-სამრეწველო ცენტრებში და საქართველოს სხვადასხვა სოფლებსა და ქალაქებში. 1942 წელს ფრონტზე გაიწვიეს; მამაცურად იბრძოდა; შეძლებისდაგვარად იქაც აყალიბებდა მომღერალთა ჯგუფებს, რომელთაც მონდომებით ხელმძღვანელობდა. ბიძამისმა სამუელმა ანდერძად დაიბარა: ხალხურ სიმღერებს ფაქიზად შენახვა და დაცვა სჭირდებაო. იგი ხანდაზმულობის მიუხედავად, ბოლომდე პირნათლად ასრულებდა ამ ანდერძს. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.208
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |