The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აივაზ ემინოვი

აივაზ ემინოვი
დაბადების თარიღი:1923
გარდაცვ. თარიღი:1991  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მარნეული.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1945 წელს.

1945-1991წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სისტემაში მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, N6 სამშენებლო ტრესტის N66 მოძრავი მექანიზებული კოლონის უფროსად; უშუალოდ მონაწილეობდა ახალციხის, ბორჯომის, დმანისის, ბოგდანოვკის, ბოლნისის, მარნეულის სასოფლო-სამეურნეო, გადამამუშავებელი მრეწველობისა და სოციალური ობიექტების, მათ შორის, კრწანისის სასათბურე მეურნეობის, თამარისის მეფრინველეობის ფაბრიკის მშენებლობაში; იყო სხვადასხვა ჯილდოების მფლობელი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.213

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: