Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ ემუხვარი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1951 წელს. 1961-1972წწ. მუშაობდა სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" ობიექტებზე ინჟინრად, მშენებლობის მთავარ ინჟინრად, "ენგურჰესის" თაღოვანი კაშხლის მშენებლობის სამმართველოს მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად; 1973 წლიდან საპროექტო-საძიებო ინსტიტუტ "საქჰიდროპროექტის" მთავარი ინჟინერი იყო; 1993 წლიდან - ენგურის ჰესების კასკადის პროექტის მთავარი ინჟინერი; უშუალოდ მონაწილეობდა ორთაჭალჰესის, ხრამჰესის, ხუდონჰესის, ნამახვანჰესის, რუსთავის სამრეწველო კვანძისა და თბილსრესის ტექნიკური წყალმომარაგების დაპროექტებაში. საქართველოს მდინარეების ენერგეტიკული ათვისების სქემების დამუშავებაში; ხელმძღვანელობდა საქართველოს მცირე ჰესების რეაბილიტაციისა და ახლის აშენების სქემების შედგენას; 1975 წელს დაამთავრა საკავშირო ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელ მუშაკთა სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტების მართვის კურსები; 1985 წელს საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტთან არსებული სახალხო მეურნეობის ინსტიტუტი; მონაწილეა საერთაშორისო სიმპოზიუმებისა და კონფერენციისა იტალიაში, ჩინეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, თურქეთსა და სსრკ-ში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.213-214; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.145 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |