Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ ერიქაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკის ფაკულტეტი 1955 წელს. 1955 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "ამიარკავკასმეტალურგმშენის" რკინაბეტონის კონსტრუქციების ქარხნის საამქროს უფროსად, მთავარ ინჟინრად, ამავე სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის ცენტრალური სამშენებლო ლაბორატორიის უფროსად, ამავე ტრესტის N5 სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს მუდმივმოქმედი სამშენებლო მატარებლის მთავარ ინჟინრად, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "მშენინდუსტრიის" N1 რკინაბეტონის კონსტრუქციების ქარხნის მთავარ ინჟინრად, სამშენებლო გაერთიანება "საქმრეწვმშენის" სამშენებლო კონსტრუქციების ქარხნის მთავარ ინჟინრად და დირექტორად; მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის, დიღმის სამედიცინო კომპლექსის ობიექტების, ბეჭდვითი სიტყვის კომბინატის და სხვა მშენებლობებზე; დანერგილი აქვს 41 რაციონალიზატორული წინადადება.მიღებული აქვს სსრ კავშირის საუკეთესო რაციონალიზატორის წოდება. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.215
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |