The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ეროპკინი

Date of birth:26 January, 1946  (79 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: დაბა სურამი, ხაშურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი მიმოსვლის გზათა მშენებლობის სპეციალობით 1970 წელს.

მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენში", საპროექტო ინსტიტუტ "ჰიდროპროექტის" თბილისის განყოფილებაში ინჟინრად, განყოფილების გამგედ, სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" გზების მშენებლობის სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, საინჟინრო ნაგებობათა სამშენებლო სამმართველოში N6, N7 და N12 უბნის უფროსად; 1988 წელს დაინიშნა "ჟინვალჰესის" სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, ხოლო 1992 წლიდან ამავე სამმართველოს უფროსი იყო; ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მუშაობდა და მონაწილეობდა როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში არაერთი საგზაო და ჰიდროტექნიკური ნაგებობის მშენებლობაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.215-216

Member of Organizations

  • საქართველოს ენერგეტიკოსთა კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: