The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ერქომაიშვილი

გიორგი ერქომაიშვილი
Date of birth:7 January, 1920  (105 years)
Date of death:19??
Category:Architect, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. დონის როსტოვი, რუსეთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1946 წელს.

1942-1954წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "აჭარპროექტში" არქიტექტორად, დირექტორად; 1954-1969წწ. საპროექტო ინსტიტუტ "ქალაქმშენსახპროექტის" აჭარის ფილიალში მთავარ ინჟინრად; 1969-1981წწ. ქ. ბათუმის მთავარ არექიტექტორად; 1981-1989წწ. "ქალაქმშენსახპროექტის" ბათუმის ფილიალის დირექტორად; მისი პროექტებით აშენდა 50-ზე მეტი შენობა, ბათუმის დრამატული თეატრი (არქიტექტორ ტეპლიცკისთან თანაავტორობით), მენავთობეთა კულტურის სასახლე, საცურაო აუზი, კინოთეატრი, ინდუსტრიული ტექნიკუმი, თვრამეტსართულიანი სასტუმრო და ტურბაზა, აეროსადგური (ბათუმში), სასოფლო კლუბები, სკოლები, საცხოვრებელი სახლები (ბათუმსა და ფოთში); რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ბათუმის სტადიონ "დინამოსა" და ზღვისპირა პარკს; 1969-1981წწ. იყო ბათუმის საქალაქო საბჭოს არაერთი მოწვევის დეპუტატი, აღმასკომის წევრი, მშენებლობის მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე; შრომის ვეტერანი; დაჯილდოებული იყო სხვადასხვა მედლებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.216

Member of Organizations

  • სსრ კავშირის არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1953-)

Awards and Honors

  • აჭარის დამსახურებული ინჟინერი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: