The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იუსტინე ჯანელიძე

იუსტინე ჯანელიძე
Date of birth:1 August, 1883
Date of death:14 January, 1950  (at 66 years)
Burial location:ვოლკოვის სასაფლაოს "ლიტერატურული ხიდების" უბანი, სანკტ-პეტერბურგი
Category:Medical Doctor, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სამტრედია, სამტრედიის რაიონი.

1905 წლის სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის ხარკოვის უნივერსიტეტიდან გარიცხეს. სწავლა განაგრძო შვეიცარიაში. 1911 წელს მიიღო მოსკოვის უნივერსიტეტის დიპლომი. გამოაქვეყნა 100-ზე მეტი სამეცნიერო შრომა ზოგადი და აღდგენითი ქირურგიის, ტრავმატოლოგიის და გულის ქირურგიის საკითხებში. განსაკუთრებული წვლილი შეიტანა კლინიკური ქირურგიის განვითარებაში. წარმატებით განახორციელა ოპერაცია გულის ჭრილობის დროს (1911); მსოფლიოში პირველმა წარმატებით გაკერა ასწვრივი აორტის ჭრილობა (1913). გულის ჭრილობების ქირურგიული მკურნალობის გამოცდილება გადმოსცა მონოგრაფიაში "გულის ჭრილობები და მათი ქირურგიული მკურნალობა" (1927). დიდ ყურადღებას აქცევდა მუცლის ღრუს ორგანოების ქირურგიულ დაავადებებს. რიგი მისი შრომებისა ეძღვნება კანის გადანერგვასა და პლასტიკურ ოპერაციებს. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო გულისა და მსხვილი სისხლძარღვების ქირურგიის პრობლემების დამუშავებას, დამწვრობების მკურნალობის საკითხებს, გადაუდებელი და სამხარეო-საველე ქირურგიის პრობლემებს. 

1921 წლიდან პეტროგრადის სამედიცინო ინსტიტუტის (I სამედიცინო ინსტიტუტი) ზოგადი ქირურგიის კათედრის გამგე, ხოლო 1927 წლიდან 1943 წლამდე - ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის გამგე. 1939 წლიდან დაინიშნა სსრკ -ის  სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარ ქირურგად. ხოლო 1943 წელს - ახლად შექმნილი საზღვაო-სამედიცინო აკადემიის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის გამგედ დაინიშნა. 1938 წელს ქირურგთა საკავშირო ყრილობაზე მეცნიერმა წარმოადგინა საპროგრამო მოხსენება დამწვრობის 600 შემთხვევის მკურნალობის გამოცდილების შესახებ. ქირურგი, სამედიცინო სამსახურის გენერალ-ლეიტენანტი (1943). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და მედლები. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.539; ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ავტ. ზურაბ ქუთათელაძე.-გვ.186

Member of Organizations

  • სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1944-)
  • ქირურგთა საკავშირო საზოგადოების გამგეობა, თავმჯდომარე (1947-)

Awards and Honors

  • 1949 - სტალინური პრემია
  • 1945 - სოციალისტური შრომის გმირი
  • 1936 - რსფსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
  • წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი (2 ორდენი)

Share: