The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ მდივანი

არჩილ მდივანი
დაბადების თარიღი:30 ივნისი, 1911
გარდაცვ. თარიღი:13 სექტემბერი, 1937  (26 წლის ასაკში)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ერთ-ერთი უძლიერესი ჩოგბურთელი ქართული ჩოგბურთის ისტორიაში. 1934-936 წლებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი წყვილთა თანრიგში ედუარდ ნეგრებეცკისთან ერთად. 1931-1936 წლებში შედიოდა სსრ კავშირის უძლიერესთა ათეულში. სსრ კავშირის ჩემპიონი "დინამოს" გუნდის შემადგენლობაში. ლენინგრადის ტურნირის ოთხგზის ჩემპიონი(1932–1936).  ბავშვობიდან არჩილ მდივანს ავარჯიშებდა იან ჰომერი. 1937 წლის აპრილში მოსკოვში დააპატიმრეს, 13 სექტემბერს კი ტერორიზმის ბრალდებით გაასამართლეს და იმავე დღეს დახვრიტეს. რეაბილიტირებულია 1957 წელს. 2001 წელს 30 ივნისს სახლზე, სადაც ცხოვრობდა არჩილ მდივანი გაიხსნა მემორეალური დაფა წარწერით: "აქ ცხოვრობდა ლეგენდარული ქართველი ჩოგბურთელი არჩილ მდივანი". პირველი ქართველი სპორტის ოსტატი ჩოგბურთში (1936). ბუდუ მდივანის შვილი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 640


გააზიარე: